რეზონანსი
28.06.2022

„ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ესაუბრა. მან განმარტა, რომ ერთ-ერთი განხილული თემა პრეზიდენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე გამოყენებული ვეტოს უფლება იყო.

„პირველი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ იყო პრეზიდენტის ვეტო. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი არგუმენტი ვნახეთ, რომ თითქოს ეს კანონი, რომელსაც ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, ევროინტეგრაციას უშლის ხელს. რატომ - განმარტებები არ არის და, მით უმეტეს, არ არის მოტანილი სამართლებრივი არგუმენტების. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×