რეზონანსი
28.06.2022

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა.

გარდა ამისა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები 100-ზე მეტ სამიზნეს დაუწესა. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, სანქციები 70 ორგანიზაციას შეეხება, რომელთაგან ბევრი რუსეთის თავდაცვისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, ასევე სანქციები დაუწესდება 29 ადამიანს.

„რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიზანში ამოღება შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო ხელს შეუშლის მის ომს უკრაინის წინააღმდეგ", - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.

სანქციებს შორისაა რუსეთის სახელმწიფო საჰაერო კოსმოსური კონგლომერატის Rostec -ი და რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მწარმოებელი United Aircraft Corporation .

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×