რეზონანსი
28.06.2022

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უმრავლესობის წევრებმა საგაზაფხულო სესია შეაჯამეს. საუბარი შეეხო აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს.

„კერძოდ, „მოსმენების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და დეტალურად გაიწერება რეკომენდაციების შესრულების ვადები, პასუხისმგებელი უწყებები და სუბიექტები.

სხდომაზე იმსჯელეს უმრავლესობის წევრების - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გადაწყვეტილებაზე, დატოვონ „ქართული ოცნება", საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები", - აღნიშნულია „ქართული ოცნების" ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×