რეზონანსი
29.06.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ყოველდღიური ბრძოლები დიდ ზარალს აყენებს როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს, თუმცა დამპყრობლები უფრო მეტ ზარალს განიცდიან.

„სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს. სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს. ასე ვიბრძვით. თუმცა, სამართლიანები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს მართლაც რთულია ჩვენთვის. ჩვენს ერთ ტანკზე მათი ათი ტანკი მოდის. ჩვენს ერთ მებრძოლეზე მათი ათი მებრძოლე მოდის. რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ, ისინი ათჯერ მეტნი არიან. ჩვენთვის ეს რთულია, მაგრამ ვუძლებთ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად უკრაინას გაუჭირდება რუსეთთან ბრძოლა და ამიტომ ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×