რეზონანსი
29.06.2022

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით, ნიკოლაევს რვა რაკეტა ესროლეს, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ჩამოვარდა. დანგრეულია შენობები. მათ შორის საცხოვრებელი კორპუსი.

ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული იყო სამი ადამიანი, თუმცა მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს და მსხვერპლის რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

ქალაქის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. ერთი ადამიანი ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს და მას მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×