რეზონანსი
29.06.2022

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის ფარულად შემოტანის ტელევიზიით გაჟღერებულ ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საფუძველს მოკლებული ცილისწამებაა. მისი თქმით,  როდესაც კონკურენციის სააგენტო თავისი ფუნქციების შესრულებას ცდილობს, „კარტელმა“ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე მორიგი ცილისმწამებლური თავდასხმა განახორციელა.

„დღეს მონოპოლისტი “სოკარი” და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფი კარტელური ჯგუფი შეეცდება შეიყვანოს მთავრობა შეცდომაში და გაამეორებინოს ისე, როგორც 2011 წელს „დაინტერესებული ჯგუფის“ მიერ მოწყობილი თავდასხმა არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე და ჩაიფიქრა მათი განადგურება, რითიც საბოლოოდ მოისპობა კონკურენციის შექმნის შესაძლებლობა.

მინდა განვაცხადო, ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ არაბრენდირებული გასამართი სადგურები რეალიზაციას უკეთებენ წითელი ხიდიდან ავტომანქანებს ფარული ავზებით (ე. წ. ბაკებით) შემოტანილ დიზელის საწვავს საფუძველს მოკლებულია.

შემოსავლების სამსახურმა დააკონკრეტა, რომ საწვავის შემოტანის ფაქტები საბაჟო სამსახურების მიერ ვლინდება, მაგრამ ის რომ ეს საწვავი რომელიმე არაბრენდულ გასამართ სადგურზე იყიდება ასეთ ფაქტზე ინფორმაცია არ გაუკეთებია.

დღეს, როდესაც მთავრობის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა დაკავშირებული საწვავზე ფასების ზრდის შეჩერებასთან და ქვეყნის ეკონომიკის დამცავი და გამაჯანსაღებელი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით, გარკვეული ძალები ასეთი დეზინფორმაციით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მთავრობის ყურადღების გადატანას ძირითადი მიზეზებიდან მათთვის სასურველ მიზანზე, რომელიც ისახავს საქართველოში ნავთობპროდუქტების დარგში კონკურენციის საბოლოო მოსპობას.

სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად „სოკარის“ და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფ „კარტელური“ გუნდის გარდა, საწვავი შემოაქვთ კიდევ რამოდენიმე ცალკეულ კომპანიებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტიორებს საწვავი შემოაქვთ რუსეთიდან სადაც როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევით დადგინდა რუსეთის ფასები იძლევა შესაძლებლობას საქართველოს საცალო ბაზარზე ფასების შემცირებას.

შესაბამისად, ის ფაქტი, რომ არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი იყიდება დაბალ ფასებში, ვიდრე ბრენდირებულ „კარტელების“ ჯგუფის საცალო ქსელში,ეს ფაქტი გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება ასეთ დეზინფორმაციების არსებობას საზოგადოებამ და ცალკეულმა არაბრენდირებულმა გასამართ სადგურების ხელმძღვანელებმა უნდა იცოდეს, რომ „სოკარი“ და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფი „კარტელები“ არ არის გამორიცხული, რომ გაწევრიანებულები არიან ზოგიერთ სტრუქტურებში, სადაც საწევროებსაც იხდიან და ეს სტრუქტურა, შესაბამისად, ვალდებულია გაატაროს ამ კარტელების ჯგუფისთვის სასურველი პოლიტიკა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია კონკურენციის მოსპობასთან.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი რაც დარჩა განსახორციებელი „სოკარს“ თავისი საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი გეგმიდან ეს არის ცალკეული არაბრენდირებული გასამართი სადგურების მოსპობა, რომელიც რეალურად არის კონკურენციის შემქმნელი.

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში განვაჯანსაღოთ კონკურენცია ეკონომიკის სამინისტრო და მისი სტრუქტურები ცდილობენ თავისი ქმედებებით კონკურენციის მოსპობას რისი თქმის საფუძველს იძლევა კონკრეტული მაგალითი.

როგორ მოხდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ქონების სააგენტომ გამოიტანა აუქციონზე გასაყიდათ ლოტი №1 და აუქციონის № 1462 ყადაღა დადებული ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ჩამორთმეული იყო 2011 წლისგასამართ სადგურებზე თავდასხმის შედეგად, დაინტერესებული ჯგუფის მიერ და პრემიერ მინისტრის № 1044 ბრძანებულებით ექვემდებარება დაბრუნებას მეპატრონე ორგანიზაციაზე.

მე ჩემს გამოსვლებში არაერთხელ განვაცხადე და დავასაბუთე, რომ დღევანდელ მთავრობას 2012 წელს უკვე დახვდა ეს დარგი მონოპოლიზირებული „სოკარის“ მხრიდან. ასევე გამოვრიცხე ის ფაქტი, რომ დღევანდელი მთავრობა არ არის ტანდემში "სოკარის" მონოპოლისტურ პოლიტიკასთან, მაგრამ ეკონომიკური გუნდის ქმედებები თუნდაც ამ კონკრეტული მოყვანილი ფაქტიდან, რომ ყადაღა დადებული ქონება გააქვთ აუქციონზე, ის ფაქტი, რომ არ სრულდება პრემიერ მინისტრის 1044 ბრძანებულება, რომელიც მიმართულია კონკურენციის აღდგენაზე იძლევა საფუძველს, რომ დღევანდელ საჯარო სტრუქტურებში არიან იმ ფარული ძალების წარმომადგენლები რომელიც ცდილობენ საზოგადოების განწყობას დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ცალკეულ არაბრენდირებულ ბენზოგასამართ სადგურებს, სასურველი იქნებოდა მათ შექმნან რაიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს მათ ინტერესებს, რომელიც მოახდენს სათანადო რეაგირებას მათ საწინააღმდეგოთ არასაფუძვლიან გამოსვლებსა და ბრალდებების მიმართ, შეძლებენ სამართლიანი გზებისა და მეთოდების გამოყენებას და სხვა დამცავი მექანიზმების შექმნას მათი საქმიანობის გამყარების მიზნით“, - წერს ნიკა შენგელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×