რეზონანსი
29.06.2022

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კამპანიი "გაუფრთხილდი წყალს” ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს.

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის ფარგლებში ჯივიპის სათავე ნაგებობა უკვე დაათვალიერეს სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლის, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის, ქართული სასწავლებელისა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

მოსწავლეები გაეცნენ, თუ როგორ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ჯივიპის ლაბორატორიებში და თავადაც მონაწილეობდნენ პრაქტიკულ ცდებში.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული წყლის გაფრთხილების მნიშვნელობის შესახებ. სკოლის მოსწავლეების ჩართულობამ და აქტიურობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოზარდ თაობას შეუძლია ჩვენ ირგვლივ ადამიანების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლა”, - სოფო ნატროშვილი, ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

"მე, როგორც მოქალაქე, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ვუფრთხილდები სასმელ წყალს. რაც ნიშნავს, რომ არ ვხარჯავ წყალს არამიზნობრივად, არ ვაბინძურებ გარემოს, ჩემი ქცევით ვაძლევ მაგალითს სხვებს. ვისურვებდი, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს კამპანიაში ,,გაუფრთხილდი წყალს” და მიღებული ცოდნა და ინფორმაცია გაუზიარონ სხვებს" - გოგა ჩანადირი, ფოტოჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი.

კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა "ჯივიპის" თანამშრომლებისგან მიიღეს ინფორმაცია სასმელი წყლის გაფრთხილების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, ასევე, გოგა ჩანადირთან ერთად ისაუბრეს რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს თითოეული ადამიანის სამოქალაქო აქტივზმსა და პასუხისმგებლობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×