რეზონანსი
30.06.2022

დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება იქნება. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის გათავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგ ერთობლივ განცხადებაში.

პარლამენტს აღნიშნული წევრების განმარტებით, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების მიზანიც იგივე - რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა.

„როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებასაც. მათი გათავისუფლების მიზანიც იგივე - რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი" ომი უნდა მოყვეს.

სააკაშვილის თემის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი რომ ხელოვნურია, ამას მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის საქმეც მოწმობს. სააკაშვილს ქართული სასამართლოს სამმა ინსტანციამ დაუდგინა სასჯელი დანაშაულებზე, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მოლდოვის მოქმედმა ხელისუფლებამ კი, კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტს, იგორ დოდონი სხვა პოლიტიკოსის მიერ ცელოფნის პარკის გადაცემის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ ამაზე სიტყვა არავის დაუძრავს. აქ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, რომელზეც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა. დოდონი რომ პრორუსი პრეზიდენტი იყო, სამართლის უზენაესობისთვის, წესით, ეს არაფერს უნდა ნიშნავდეს" , - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×