რეზონანსი
30.06.2022

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, ის, რაც აშშ-ის საელჩოში „ქართული ოცნების" წევრ ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მოხდა, ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრი ოხანაშვილს და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა.

„დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოჰყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა დამიანმაა, ამას დაადგენს კადრებიც, თუ გასაჯაროვდა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!!

ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!", - წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×