რეზონანსი
01.07.2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე მოკლული და დაჭრილი რუსების რაოდენობას ასახელებს.

მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 30 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის მოკვლა შეძლეს, 90 000-ზე მეტი კი დაჭრეს.

„უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. რუსეთის ხელმძღვანელობა ბევრ ოკუპანტს „დაკარგულის" სტატუსს ანიჭებს, რათა ფულადი კომპენსაცია არ გადაუხადოს მათ ოჯახებს", - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა ცდილობს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიოს, ამასთან, რუსეთი იყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე გვიანია პუტინისთვის „სახის გადარჩენა", რაზეც უკრაინის ზოგიერთი პარტნიორი ჯერ კიდევ მიანიშნებს.

„ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპინში, მარიუპოლში სისასტიკისა და დანაშაულის შემდეგ... ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწებს, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიცავთ მთელ ევროპულ კონტინენტს. მოდი, ერთად დავამარცხოთ მტერი", - განაცხადა რეზნიკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×