რეზონანსი
01.07.2022

3 ივლისის აქცია ვერაფერს მოიტანს, მინდა, ყველას ვუთხრა, ვისაც კარზე უკაკუნებენ და ატყუებენ, რომ ეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რისთვისაც აწუხებენ, კარზე უკაკუნებენ, სოფელში აკითხავენ და ატყუებენ, ჩამოდი და ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე.

3 ივლისს რაც არ უნდა გამოვიდნენ ხელმოცარული პოეტები, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების ნომენკლატურა იყვნენ, ხელმოცარული მხატვრები, გაპოლიტიკოსებული შემოქმედი ადამიანები, ვითომ პოლიტიკოსები, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და იყვირონ ან იმღერონ, რასაკვირველია, ეს შედეგს ვერ მოიტანს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×