რეზონანსი
01.07.2022

მმართველი ძალა ევროკომისიის ყველა რეკომენდაციაზე მუშაობისთვის მზად არის. თითოეულ პუნქტზე ხელისუფლებამ კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯები და ვადები წარმოადგინა. ცხადია, ასეთი მიდგომა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება" არაფერს დააკლებს იმ საერთო მიზნების რეალიზებას, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლების დღევანდელი ნაბიჯი კონსტრუქციული პოლიტიკის კეთების კლასიკური ნიმუშია.

„ძალიან მარტივად დგას საკითხი:

ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც მუშაობს და რეალურად დგამს ნაბიჯებს ევროპასთან დაახლოებისთვის;

მეორე მხარეს არის გაუგებარი წარმომავლობის ანტიეროვნული, დესტრუქციული ხალხის მცირე ჯგუფი, რომელთა ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და არეულობის გამოწვევაა.

ამ ფონზე, სრულად აზრს კარგავს ნებისმიერი აქცია და მათი უშინაარსო მოთხოვნები. ამიტომ, ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის და მათი კუთვნილი ე.წ. სამოქალაქო სექტორის მხრიდან ნებისმიერი აქციის გამართვა უკვე პირდაპირ წინააღმდეგობაშია ამ ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს ისედაც ნათელი იყო, თუმცა ოპოზიციის მხრიდან აქციების გაგრძელების შემთხვევაში, ღიად გაფორმდება მათი ანტიდასავლურობა", - წერს გვიდიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×