რეზონანსი
01.07.2022

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უძლურია უკრაინაში ომი დაასრულოს.

რომის პაპის თქმით, უკრაინის ომმა გაეროს უძლურება დაგვანახა.

„უკრაინაში მიმდინარე ომში ჩვენ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციების უძლურების მოწმენი ვართ", - აღნიშნა მან.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნდობა გაჩნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ. ჩემი განზრახვა არ არის ვინმეს შეურაცხყოფა, ვიცი, რომ იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, მაგრამ ამ ეტაპზე გაეროს არ აქვს ძალა დაამტკიცოს თავისი უფლებამოსილება", - განაცხადა რომის პაპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×