რეზონანსი
01.07.2022

როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ირაკლი კობახიძის განცხადებაში საუბარი არ ყოფილა გავლენის ჯგუფების აღმოფხვრასა და რეალურ დეოლიგარქიზაციაზე.

„მზად ვართ ნებისმიერ მაგიდასთან დავსხდეთ, ნებისმიერი პროცესის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ ჩვენი რვა პუნქტით, რომელიც პრინციპში ერთი-ერთში შეესაბამება რეალურ რეფორმებზე მოთხოვნას, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ იმ მაგიდასთან, რა მაგისთანაც დავსხდებით, რეფორმების შესრულების ნება იქნება რეალური. ნახეთ, დღეს კობახიძემ რა განცხადებაც გააკეთა და რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, რეალურად ამ ერთობას სჭირდება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ ხომ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ და კარგად გვესმის წვრილ-წვრილ ჯგუფებად დანაწილება კი არა, ტექნიკურ დონემდე ამ პროცესის დაყვანა კი არა, ფართო პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს.

დღეს მე რა ამოვიკითხე იცით? კიდევ ერთი მცდელობა ამოვიკითხე ამ ბრიფინგში ადამიანების მოტყუების. დღეს მე არ მომისმენია გავლენის ჯგუფებზე არცერთი კომენტარი ბატონი კობახიძისგან, არ მოგვისმენია, რომ სასამართლო რეფორმა, რა ფორმატშიც „ოცნება" იმუშავებს, პირველ რიგში მიმართული იქნება გავლენის ჯგუფების აღმოფხვრისკენ. დღეს მე არ მომისმენია, რომ ამ სამუშაო ჯგუფში განიხილონ რეალური დეოლიგარქიზაციის საკითხი და ამ ოლიგარქში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდნენ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×