რეზონანსი
03.07.2022

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინას მოუწევს, გაიგოს რუსეთის პირობები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"კიევს მოუწევს გაიგოს რუსეთის ფედერაციის პირობები, დაეთანხმოს მათ და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, დააფიქსიროს დოკუმენტი", - განაცხადა პესკოვმა.

პუტინის წარმომადგენლის თქმით, დასავლეთი დღეს ფსონს დებს უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე და, სავარაუდოდ, "დასავლეთის ქვეყნები ვაშინგტონის ხელმძღვანელობით არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას იფიქრონ, ისაუბრონ მშვიდობაზე ან განიხილონ მშვიდობა".

ამასთან, პესკოვმა გამოხატა რწმენა, რომ „ადრე თუ გვიან დასავლეთში საღი აზრი გაიმარჯვებს და უკრაინაზე მოლაპარაკებები განახლდება."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×