
პარლამენტთან, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" უნდა გაიმართოს, მოქალაქეები იკრიბებიან. აქციას სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
დაგეგმილი აქციის გამო, ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
აქცია "შინ ევროპისკენ", რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით ტარდება, 20:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.
როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ისინი დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.