რეზონანსი
03.07.2022

მარნეულში მომხდარ მკვლელობას წინ სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევა უძღოდა. შემთხვევა რიტუალების დარბაზის ეზოში, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის მოხდა. დაპირისპირებაში 2 პირი მონაწილეობდა. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელმა იარაღიდან დაახლოებით  7-ჯერ გაისროლა. 

მოკლულს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის სასწრაფომ "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილზე დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×