რეზონანსი
03.07.2022

რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძე, ისევე როგორც მმართველი გუნდიდან წასული კიდევ 2 პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დეკემბერშიც არ მისცემენ. ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ მათ წინასწარვე ჰქონდათ ინფორმაცია რომ ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის არ აპირებდნენ და ამით ქვეყანაში მღელვარების გამოწვევა სურდათ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.

„კი, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ სწორად შევარჩიოთ ადგილი. იქ არ ვთქვათ სათქმელი, სადაც ​ბუმერანგივით შემოგვიბრუნდება საზიანო ფასად. იმიტომ რომ დღეს სცენის მიღმა დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დებს პირობას სადღაც, რომ ის შეასრულებს ძირითად პირობას, და არა იმ დანარჩენ პუნქტებს, რომ საქართველომ მიიღოს ეს სტატუსი. ასე რომ, სტატუსი მივიღოთ, მაგრამ ღირსეულად და სისხლის გარეშე“, - ამბობს ხუნდაძე.

დეპუტატებმა მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართულ ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×