
მწერალმა ლაშა ბუღაძემ, რომელიც 3 ივლისის აქციას უძღვებოდა, საპროტესტო დემონსტრაციის უუნარობა და აღიარა.
,,მე მგონი, ახლა ეს სურათია - მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა აღქმა გვქონდა, ტაქტიკური თვალსაზრისით, და სხვა გამოვიდა. ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ, ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი - ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში.
დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის… მე საერთოდ ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს ფრუსტრაციაში, ნამდვილად არა ვარ. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. ტაქტიკურად რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების,’’ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.