რეზონანსი
06.07.2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში.

„მე მგონი, ჩვენ არავინ არ მოგვიწოდებს, რომ მორიელი დავისვათ ზურგზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მორიელის ბუნება, ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით. ჩვენ ყველა შემთხვევაში, საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ზურგზე დაგვაჯდეს და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზეც“ არ არის საუბარი. „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავასვათ ზურგზე ქართულ საზოგადოებას მეორედ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში და ეს რეალობა აღარ უნდა დავაბრუნოთ. „ნაცმოძრაობა“ ზურგზე, როგორც მორიელი, აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, რომელმა 308 ევროპარლამენტარმაც არ უნდა მოგვიწოდოს აქეთკენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ პროცესზე და საზოგადოების ძალისხმევაზე.

„ნაცმოძრაობამ“ ევროკავშირის თემის გამოყენებით კიდევ ერთხელ სცადა თავის წამოყოფა-მომძლავრება, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მცდელობა ჩაუვარდათ. ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო აქციის შემდეგ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ანუ, „ნაცმოძრაობას“ არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ რამენაირად მოღონიერდეს. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, 2024 წლისთვის „ნაცმოძრაობა“ არსებითად დასუსტებული შეხვდება საპარლამენტო არჩევნებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში 60-70% -ს აიღებს?! დემოკრატიულ სისტემაში, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იღებს. მით უმეტეს, როდესაც უკვე 12 წელი იქნება გასული ხელისუფლებაში მოსვლიდან. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცემს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალებას. ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი. დეპოლარიზაციისკენ გზაც ზუსტად ამაზე გადის, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩანაცვლდეს ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით პოლიტიკურ სისტემაში“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×