რეზონანსი
06.07.2022

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი, ნიგერიელი პოლიტიკოსი მოჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ბარკინდოს მოულოდნელი გარდაცვალება გამაოგნებელი აღმოჩნდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაგანაც ბევრი მას ინდუსტრიის გიგანტად მოიხსენიებს“, - წერს მედია.

ბარკინდოს კარიერა ნავთობის სფეროში ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის - ის მუშაობდა ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში, Duke Oil-ში, ასევე - ნიგერიის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებში.

ოპეკის გენერალური მდივნის თანამდებობა მან 2016 წელს დაიკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×