რეზონანსი
06.07.2022

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო.

ადგილზე შეკრებილი შიდამოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ და მერიას აძლევენ 48 საათს, რათა გარევაჭრობა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბაზრობის თანამშრომლები ამბობენ, რომ გზას გადაკეტავენ.

შიდამოვაჭრეების თქმით, გარემოვაჭრეებიც იმავე პროდუქციას, შედარებით დაბალ ფასად ყიდიან, იქმნება არაკონკურენტული სავაჭრო გარემო, ამასთან, არის მძიმე ანტისანიტარია, იქმნება გადაადგილების პრობლემა და მყიდველები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე აღარ შედიან.

“ბაზრობა გაჩერებულია, ადამიანები ვერ მუშაობენ, გარემოვაჭრეებსაც იგივე პროდუქცია აქვთ, გადასახადებსაც არ იხდიან, არის მძიმე ანტისარიტარია, იქმნება გადაადგილების პრობლემა, მოქალაქეებს ბაზრობაზე შემოსვლის დისკომფორტი ექმნებათ, ბაზარიც ნაკლებეფექტიანი ხდება, რეალიზაციაც ნაკლებია და იჯარის თანხებსაც ვერ იხდიან – ეს ცალკე პრობლემაა.

ჩვენ მერიას ვაძლევთ 48 საათს, რომ დაიწყონ მოქმედებები და გაატარონ პრევენციული ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩებს გადავკეტავთ”, – აცხადებენ შიდამოვაჭრეები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×