რეზონანსი
06.07.2022

საბერძნეთში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის  დავით რუბაშვილი, შალვა კუხიანიძე და ბექა ბალახაძე არიან.

"პირველებმა" დავით რუბაშვილის მამა ჩაწერა, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შვილს ბოლოს ერთი კვირის წინ ესაუბრა.

„დავითი უკვე 7-8 წელია იქითაა, საბერძნეთშია. ბოლოს ამ ზამთარს იყო ჩამოსული. არ ვიცი რაზე მუშაობდა. პოლიციასთან არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ბოლოს, ერთი კვირის წინ ვესაუბრე“ - ამბობს რუბაშვილის მამა.

რაც შეეხება შალვა კუხიანიძესა და ბექა ბალახაძეს, მათი ოჯახის წევრები მედიასთან კონტაქტზე არ გამოდიან. 

შალვა კუხიანიძის მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ოჯახი ერთი კვირის წინ ქობულეთში გადავიდა საცხოვრებლად. 

„ამ ბოლოს დავინახე ეზოში შალვა კუხიანიძე, ზუსტად არ ვიცი როდის ოღონდ, რა მახსოვს. ერთი წელია მისი ოჯახი გადასულია აქედან" - ამბობს მეზობელი.

ქართველი ბოროტმოქმედები ბრალის წარდგენის  მოლოდინში არიან - საბერძნეთში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს 15 წელი პატიმრობა ემუქრებათ.

მათ 47 -მდე ბინის გაძარცვასა და ნახევარი მილიონი ლარის ქურდობას ედავებიან.

სპეცოპერაცია კოდური სახლწოდებით  „კანონერი ქურდი „ დასრულებულია. პოლციიამ ბერა ივანშივლის ახლაო გარემოცვის წევრთან  -კაკო ბილანშივლთან ერთად საქართველოს კიდევ 13 მოქლაქეის დააკავა. 

ირკვევა, რომ   72 წლის კანონიერი ქურდის დაჯგუფება საბერძნეთში   ათობით სახლის ძარცვას, ქურდობასა და ყაჩაღობაშია  ბრალდებული. ბერძნული პოლიციიის ინფორმაციით, ბერა ივანშივლის ახლო მეგობრის,  „კაწროს „ მამა   კრმინალურ დაჯგუფებაში   საქართველოს მოქალაქეებს გაწევრიანების ნაცვლად ე.წ. ქურდის სახელს ჰპირდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×