რეზონანსი
06.07.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ განიცდის ძლიერად საერთაშორისო სანქციების შედეგებს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, გვერდი აუაროს დაწესებულ შეზღუდვებს და არც კი ფიქრობს მშვიდობაზე.

ამის შესახებ მან ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხალ მარტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამის გაკეთება, რამდენად სწრაფად შეგვიძლია, ვაიძულოთ რუსეთი, დავაფიქროთ მშვიდობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ ამაზე ფიქრიც კი არ დაუწყიათ, ჯერ არ განიცდიან სანქციების ძლიერ ეფექტს. ისინი აუცილებლად იქნება, მაგრამ რუსები არ გრძნობენ, გვერდს უვლიან, რადგან, სამწუხაროდ, კიდევ არიან მოკავშირეები, რომლებიც რუსეთს, ან მათ ბიზნესს ეხმარებიან", - განაცხადა ზელენსკიმ ომის დამთავრების სავარაუდო ვადის შესახებ შეკითხვაზე პასუხისას.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთზე მსოფლიოს მიერ შემდგომი ზეწოლის აუცილებლობა, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის შესახებ.

მან ასევე ისაუბრა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე.

ზელენსკის თქმით, ომის დასრულების კიდევ ერთი ვარიანტია - როცა თავად რუსეთი მიხვდება, რა გააკეთა და დატოვებს უკრაინის ტერიტორიას.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს არ სჯერა, რომ რუსებს ეს საკუთარი ძალებით შეუძლიათ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ძნელად შეიძლება ეწოდოს სამხედრო კონფლიქტი, ან თუნდაც ომი, თუ გავითვალისწინებთ რუსების ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს არის „რუსეთის მხრიდან ღია ტერორისტული აქტი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×