რეზონანსი
06.07.2022

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) განაცხადა, რომ თებერვალში ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 8.79 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

UNHCR-მა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ბრძოლების ესკალაციამ მილიონობით ადამიანი აიძულა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

„უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია, რის გამოც ხალხი იძულებულია დატოვონ საკუთარი სახლები უსაფრთხოების, დაცვისა და დახმარების საძიებლად. საგანგებო სიტუაციისა და ჰუმანიტარული საჭიროებების მასშტაბის გათვალისწინებით, ხორციელდება უწყებათაშორისი რეგიონული ლტოლვილთა საპასუხო ქმედებები", - აღნიშნულია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთმა ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი - 1,207,650 ადამიანი მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×