რეზონანსი
07.07.2022

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ამბობს, რომ აშშ-მ მიიტაცა რუსეთის კუთვნილი რესურსები და ახლა მთელ მსოფლიოში მათ განკარგვას ცდილობს.

“აშშ-სთვის სჯოს ახსოვდეთ, რომ ალიასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ ისინი ჩვენთვის წართმეული რესურსების განკარგვას შეეცდებიან, ურჩევნიათ ამაზე იფიქრონ. ჩვენ გვაქვს რაღაცები, რისი დაბრუნებას შეიძლება მოგვინდეს”, - განაცხადა ვოლოდინმა.

გასულ კვირას ” რუსული მიწების დაბრუნების” კონტექსტში ახსენა ალიასკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

ალიასკის ტერიტორია აშშ რუსეთისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დროს, 1867 წელს 7.2 მილიონ დოლარად შეისყიდა. რუსეთის იმპერიამ ალიასკის გაყიდვიდან მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი კურსკი-კიევი, რიაზანი-კოზლოვსკი და მოსკოვი-რიაზანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×