რეზონანსი
07.07.2022

მმართველი გუნდის მიმართ უნდობლობა და სხვა მიზეზები რაზეც ისინი საუბრობენ, სინამდვილეში საბაბია, რომ უარი თქვან ნორმალურ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა

„მათთვის მთავარი ამოცანა ამ 12 პუნქტის შესრულება არ არის, მთავარი ამოცანაა ის, რომ როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი იქნებ კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ. რაც შეეხება უნდობლობას, ყველაზე დიდი უნდობლობა მათ თავიანთი თავის მიმართ აქვთ, რადგან თავიანთ პოლიტიკაში არათანმიმდევრულები არიან, ეშინიათ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური სცენარი ვეღარ განხორციელდება. ეშინიათ იმის, რომ არჩევნების გზით ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში. ამიტომ ყველანაირ საბაბს მოძებნიან ყოველთვის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრების რეჟიმში არ იყვნენ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×