რეზონანსი
07.07.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას ოპოზიციასთან იგი დაესწრება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს დააყენებს - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„ბატონი კობახიძის მიერ გაცხადებული გეგმა, გეგმა არ არის. ესაა თავის არიდება ამ პუნქტების შესასრულებლად - გადავადება, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, არც საპროცედურო კომიტეტის შეკრება იყოს მართებული, ჯერ აუცილებელია კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სწორედ ამ კონსულტაციას, რომელიც დღეს პარლამენტის სპიკერთან დაიგეგმა, მე „რესპუბლიკური პარტიის" სახელით დავესწრები და კიდევ ერთხელ შევახსენებ „ქართულ ოცნებას", რომ საერთოდ რაიმე ნდობა რომ იყოს და დაიჯეროს მოქალაქემ, ოპოზიციამ, რომ „ქართული ოცნება" მართლაც დგამს ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ, უკვე შეთანხმებული საკითხის, რომელიც 12-ვე პუნქტს ეხმიანება - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობას. მე სხვა პროცესებში ჩართვას არ ვაპირებ, რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვაცხადებ ამას, რადგან სრულიად გაუგებარია, რას აპირებს „ქართული ოცნება".

ოპოზიცია აგრძელებს კონსულტაციებს, ესაა ჯანსაღი და სწორი პროცესი, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციაა ერთმანეთს ესაუბრება. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ ვათანხმებთ დღის წესრიგს, რა უნდა გაკეთდეს ყოველდღიურად ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ეს დღის წესრიგი წარედგინება როგორც პარლამენტის სპიკერს, ასევე პრეზიდენტს, რადგან მისი ჩართულობა აუცილებელია", - განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დაიწყო - გაიმართა საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრო. სხდომაზე გადაწყდა, რომ ნორმატიული აქტების აღსრულების კვლევა ჩატარდება. მიღებული შედეგების შემდეგ, კონკრეტული კანონპროექტები შემუშავდება და სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×