რეზონანსი
07.07.2022

„ეფესბეს" ჯგუფს, რომელზეც ვაშაძე საუბრობს, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

„მე ვადასტურებ ვაშაძის განცხადებას, დიახ "ეფესბეს" გარკვეული ჯგუფი არის საქართველოში უკვე დიდი ხანია, მას ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა", ხოშტარია და ა.შ. რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, მათ შორის, მცდელობა აქვთ, რომ საქართველო ჩართონ ომში, არიონ ეს ქვეყანა და ქაოსში გადააგდონ. ამისთვის 3 მცდელობა ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, არც მომავალში გამოუვათ, რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია,"- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, „სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „ქართულ ოცნებაზე" მიმაგრებულია „ეფესბეს" ოპერატიული ჯგუფი, რომლის დავალებითაც „ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ საუბრობენ. ვაშაძის თქმით, აქამდე ეს თანამშრომლობა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ახლა კი ეს ჯგუფი საქართველოში იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×