რეზონანსი
07.07.2022

პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, სადაც შალვა პაპუაშვილი რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი შევიდა. აღსანიშნავია, რომ ბეჟაშვილი შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან მოულოდნელად გამოჩნდა, რადგან წინასწარი ინფორმაციის სახით ცნობილი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ბეჟაშვილს შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, „გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×