რეზონანსი
02.08.2022

რა­მაზ და­ლა­ძე, რო­მელ­მაც ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვი­სას ოჯა­ხის ოთხი წევ­რი და­კარ­გა, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, რათა გუ­და­ურ­ში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­როს. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

"ჩემი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად ბრძო­ლა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა თი­თო­ე­ულ­მა მაშ­ველ­მა, ამ გმირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და მე რომ არ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, არ შე­მეძ­ლო. ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა, რომ გერ­დით და­ვუდ­გე და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. ის დღე, როცა ჩვენს თავს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, თით­ქმის აღარც მახ­სოვს, მაგ­რამ ის კად­რე­ბი და­მა­მახ­სოვ­რდა კარ­გად, ქუ­ჩა­ში რომ იყ­ვნენ გა­მო­ფე­ნი­ლე­ბი ეს ბი­ჭე­ბი და ტრო­ტუ­არ­ზე რომ ის­ხდნენ, იწ­ვნენ, ის­ვე­ნებ­დნენ... ჩემი ბავ­შვის სა­წოლ­ზე ის­ხდნენ, რად­გან სხვა ად­გი­ლი არ იყო. ჩემი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­გათ მა­ლო­ბას ვე­რა­სო­დეს გა­და­ვუხ­დი. ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი ხალ­ხია მაშ­ვე­ლე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენს გა­და­სარ­ჩე­ნად და თქვენ რომ კარ­გად იყოთ, იმა­ზე არი­ან მუ­დამ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა ეს... დიდი და­ნაკ­ლი­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა" - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ დავ­ლა­ძემ.

გა­სუ­ლი წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის რა­მაზ დავ­ლა­ძის ოჯა­ხის ოთხი წევ­რი. მან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა და­კარ­გა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×