ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას" ლიდერის, აიმან ალ ზავაჰირის ლიკვიდირებას.
მან სპეცოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალ ზავაჰირის ოჯახი დაზვერვამ მიმდინარე წლის დასაწყისში ქაბულში აღმოაჩინა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის არც ერთი ოჯახი წევრი და სამოქალაქო პირი სპეცოპერაციის შედეგად არ გარდაცვლილა.
როგორც ცნობილია, ალ ზავაჰირი 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდასხმების კოორდინირებაში იღებდა მონაწილეობას.
აშშ-მა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას" ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ზავაჰირის ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე, დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. როგორც ცნობილია, ზავაჰირთან ერთად ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ