რეზონანსი
02.08.2022

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. მან საქართველოს მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ეს არის ჩვენი ტრაგედია, როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას საზოგადოებამ თავისუფლად შეიძლება მიანიჭოს გმირობის კვალიფიკაცია", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

სამების საკათედრო ტაძარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების პანაშვიდი მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×