რეზონანსი
02.08.2022

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

დავითულიანის განცხადებით, ამ გმირმა ადამიანებმა თავისი საქმის და ქვეყნის ერთგულება თავისი სიცოცხლით დაამტკიცეს.

"დღეს საქართველოსთვის ნამდვილად ტრაგიკული დღეა. თავის საუკეთესო შვილებს უკანასკნელ გზაზე აცილებს. მათ ჰქონდათ ისეთი სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ითხოვდა გმირობას და მათ გმირულად დატოვეს ეს ქვეყანა. თავისი საქმის და ქვეყნის ერთგულება დაამტკიცეს თავისი სიცოცხლით. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ერთ-ერთ მათგანთან ბავშვობაში მეგობრობა მაკავშირებდა", - განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×