რეზონანსი
02.08.2022

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, ძალიან მძიმეა ყველასთვის, პირველ რიგში, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ძნელია ჩვენთვისაც. ძველი, გამოცდილი თანამშრომლები იყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი კადრი დაკარგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი მეგობრებიც იყვნენ, წლებია ვიცნობდით.

გული დაგვწყვიტა ყველამ. მინდა ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს მობრძანდა და ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმალურად მაინც შევუმსუბუქოთ მათ ოჯახებს ეს დიდი ტკივილი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×