რეზონანსი
02.08.2022

არახამია საკუთარ ტელეგრამ არხში წერს, სადაც უკრაინელი პოლიტიკოსი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გუშინ ღამით გამოქვეყნებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

„საქართველოს მცდელობა, დაახლოვდეს აგრესორთან კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანს, მაგრამ პრორუსული ხელისუფლება თბილისში ამას ამ დრომდე ვერ ხვდება. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის წარმოებას სანქციების გვერდის გავლით და საქართველოს მთავრობა, რომელიც კოჭს უგორებს აგრესორს, მხოლოდ და მხოლოდ იქამდე მივა, რომ საქართველო იქნება შემდეგ და მოსკოვში ამას უკვე აღარც მალავენ. ამიტომ, დეოლიგარქიზაცია უნდა გახდეს ნომერ პირველი მიზანი ქართველი ხალხისთვის. ეს ერთადერთი გზაა ევროპამდე მისასვლელად, და რომ რუსი აგრესორის თათებში არ აღმოჩნდე", - წერს დავიდ არახამია ტელეგრამ არხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×