აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი არ წარმოადგენს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას.
„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევად", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიპეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.
„აშშ-ის სოლიდარობა 23 მილიონი ტაივანელის მიმართ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ როდესაც მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის", - აღნიშნა ნენსი პელოსიმ.