რეზონანსი
03.08.2022

ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა უარესდება. ყოველკვირეულმა დადებითობის მაჩვენებელმა 11 000-ს გადააჭარბა, რაც ზაფხულის პერიოდში ქვეყნის შიდა და გარე მობილობის ზრდასთან არის დაკავშირებული. სპეციალისტების ვარაუდით სექტემბრის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, მეშვიდე ტალღა წინამორბედებთან შედარებით მსუბუქი იქნება, ვინაიდან გავრცელებულ შტამს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. მისივე თქმით, საყურადღებოა რისკჯგუფებში მყოფი მოქალაქეების მხრიდან ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა და კარგად ცნობილი რეკომენდაციების დაცვა, რაც ქვეყანას მეშვიდე ტალღის სტაბილიზაციაში დაეხმარება.

„არის ზღვის სეზონი, რაც ნიშნავს მობილობის გაზრდას, ამიტომ მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვას. რისკები, იმისა, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს განსაკუთრებით შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის, მაგრამ ჩემი აზრით ახალი ტალღა არ იქნება წინამორბედების მსგავსად მძიმე, იმიტომ რომ ზოგადად ამ შტამს იშვიათად ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ასევე გვაქვს ჩვენ ბერკეტი - ვაქცინაცია, რომელიც უფრო აქტიურად უნდა წარვმართოთ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რისკ ჯგუფების ვაქცინაცია“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×