გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
„ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინოშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შედარებით აგრილდება უქმე დღეებში, ხოლო მომდევნო დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31, +32 გრადუსის ფარგლებში იტრიალებს. დაახლოებით იგივე ტენდენცია იქნება დასავლეთ საქართველოშიც, სადაც შაბათ-კვირას წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მომდევნო კვირას +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.