რეზონანსი
03.08.2022

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ტაივანია - აშშ_ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თვითმფრინავის მიმართულებას, საიტზე Flightradar24, გუშინ რეკორდული რაოდენობის ადამიანი ადევნებდა თვალს. საიტის ადმინისტრაციამ "ფეისბუქზე" გაავრცელა განცხადება, რომ ერთდროულად 708 000 ვიზიტორი შევიდა, რის გამოც საიტი გაითიშა. 

პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით, ჩინური სოციალური მედიის მომხმარებლების დიდი ნაწილი აღშფოთებული იყო და მოუწოდებდა ჯარს, სიტუაციაში ჩარეულიყვნენ. 

ონლაინმომხმარებლები ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, "დაებრუნებინა ტაივანი".  სოცქსელში მშვიდობის მომხრე და ომის მოწინააღმდეგე მხოლოდ რამდენიმე პოსტი გამოჩნდა, რომელიც კომენტარებში მკაცრად გააკრიტიკეს სხვა მომხმარებლებმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×