რეზონანსი
03.08.2022

ასპინძაში 80 წლამდე ქალი, მეზობლის ძაღლმა დაკბინა და ფეხი დაუზიანა. დაშავებული  ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, ქალი შესაბამისი რეკომენდაციებით უკვე გაეწერა კლინიკიდან.

"უკვე გაეწერა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან და გადაბარდა რაიონულ ამბულატორიას, შემდგომი მკურნალობის მიზნით. ჰოსპიტალურ მკურნალობას არ საჭიროებდა. იყო ჭრილობა ნაფლეთოვანი, დამუშავდა, გაიკერა. ქალბატონი კლინიკიდან გაეწერა შესაბამისი რეკომენდაციებით", - ამბობს ლევან რატიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×