რეზონანსი
03.08.2022

ზუგდიდში საპროტესტო აქცია გრძელდება. სეზონზე თხილის მკრეფავები შრომის ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, კილო თხილის მოგროვებასა და ჩასაბარებელ პუნქტამდე მიტანაში კომპანია “აგრი-ჯორჯია” 50 თეთრს იხდის, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მუშები ამბობენ, რომ სოციალური სიდუხჭირის ფონზე ეს არის კაბალური ფასი, ისინი 20 თეთრით ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.

მუშები ამ წუთებში კომპანია "აგრი-ჯორჯიასთან" არიან შეკრებილები და ხელმძღვანელ პირთან შეხვედრას ცდილობენ, თუმცაღა ამ დრომდე არავინ შეხვედრია.

კომპანიაში ამბობენ, რომ მუშებისთვის ტარიფები წინასწარ იყო ცნობილი და შრომის ანაზღაურებაზე ფასების მომატება არ იგეგმება. 400-მდე მუშამ პროტესტის ნიშნად დილიდანვე უარი თქვა თხილის პლანტაციებში მუშაობაზე.

“აგრი - ჯორჯიას” ზუგდიდის სოფელ ონარიაში 500 -ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაცია აქვს გაშენებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×