რეზონანსი
03.08.2022

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნიდან გასული პირველი საექსპორტო გემით გატანილი მარცვლეული მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ მოსავლისა, რომლის გაყიდვაც კიევს დანგრეული ეკონომიკური პრობლემებისგან გადაარჩენს.

ზელენსკიმ განცხადება ავსტრალიელ სტუდენტებთან მიმართვის დროს გააკეთა.

"სულ ახლახან, გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, ჩვენ გავამგზავრეთ მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, თუმცა ეს კვლავ არაფერია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტენდენცია გაგრძელდება", - თქვა მან.

მისივე თქმით, უკრაინას სულ მცირე, 10 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ექსპორტზე სასწრაფოდ გასატანი იმისთვის, რომ მისი საბიუჯეტო დეფიციტი - თვეში 5 მილიარდი დოლარი - შეამციროს.

ცნობისთვის, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს შორის უკრაინული საკვების საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ.

შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს ის, ანკარამ კი მხარეებს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.

28 ივლისს, შეთანხმებების განხორციელების მხარდასაჭერად, ოთხშაბათს სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში გუშინ ჩავიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×