რეზონანსი
03.08.2022

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება" სასამართლოზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა.

„ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ? „ქართულ ოცნებას" ეკითხებიან სააკაშვილის ციხიდან გაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხართ თუ არა, ანუ თქვენი თავის ილუსტრაციას მოახდენთ თუ არა, რომ თქვენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მღება უკარნახოთო. ეგ გამორიცხული თემაა. ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ", - აცხადებს გია ვოლსკი.

მან გადაცემაში ასევე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსულ გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურიზმის საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების არანაირი მასობრივი შემოსვლა არ არის.

„არანაირი მასობრივი შემოსვლა არაა ჯერ ეს ერთი, ჩვეულებრივი შემოსვლაა, როგორიც იყო," - აცხადებს ვოლსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×