რეზონანსი
08.08.2022

ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა შეაფასა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ნარატივს იმეორებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს.

სუბარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები იმ ლოგიკაში არ ჯდება, რასაც ქვეყნის სტაბილური განვითარება ჰქვია.

„სალომე ზურაბიშვილის ლოგიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გიორგი კალანდარიშვილი არის ადამიანი, რომლის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებით, რაიმე გაყალბებასთან, ან რაიმე დარღვევებთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობდა. შესაბამისად, რა ლოგიკას მიყვება სალომე ზურაბიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუმცა გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ის იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს. მათი მიზანი არის ამ ქვეყანაში რამენაირად სიმშვიდე არ დამყარდეს და მუდმივი არეულობა იყოს. სალომე ზურაბიშვილი, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამე არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც ქვეყნის სტაბილური განვითარება ჰქვია და ეს ნაბიჯიც ამ ლოგიკის გაგრძელებაა," - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×