რეზონანსი
08.08.2022

„საკუთარი ქვეყნის ომში დანაშაულების აღიარება ევროსაბჭოს რეზოლუციით და გამარჯვებად შემოსაღება, ქართული ნარატივი იყო თქვე მოღალატეებო?"- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერის განცხადებას და 8 აგვისტოს თარიღთან დაკავშირებით დაწყებულ სპეკულაციებს.

„ორი მტერი ჰყავს საქართველოს-რუსეთი თავისი საოკუპაციო რეჟიმით და ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსული და ახლანდელი მავნებლობებით...

სხვა,რომ ვერაფერი მოიგონეს ახლა რიცხვებით "ჟონგლიორობა" დაიწყეს. 8 რიცხვში ომის წლისთავის აღნიშვნა რუსული ნარატივიაო...

საკუთარი ქვეყნის, ომში დანაშაულების აღიარება ევროსაბჭოს რეზოლუციით და გამარჯვებად შემოსაღება ქართული ნარატივი იყო თქვე მოღალატეებო?

რუსეთი 8,9,10-შიც, 100 წლის წინაც და ახლაც იყო და არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი, დამპყრობელი და ანექსირებული ეგ ყველამ ვიცით...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, აი თქვენ კი ხართ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე აკეთებდით და აკეთებთ რუსულ საქმეს...

მჯერა, რომ გონივრული პოლიტიკით საქართველო მოახერხებს სრულ დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას...

დიდება საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს! დიდება საქართველოს!"- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×