რეზონანსი
08.08.2022

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი არ მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა შემცირდება მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები კიდევ უფრო გაიზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„წინ რთული თვეები გველის, თუმცა ცხადია, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს და მხარს ვუჭერთ სანქციებს, რომლებზეც შევთანხმდით ევროკავშირთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად", - აღნიშნა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე გამორიცხა დაბლოკილი „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენის დამტკიცება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×