რეზონანსი
08.08.2022

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე კითხვის საპასუხოდ, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ შეხვედრას, როდესაც ორივე მხარის მომლაპარაკებლები „საშინაო დავალებას შეასრულებენ".

„უკრაინის დელეგაცია რადარიდან გაქრა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალებას შეასრულებენ. ეს ახლა არ არის, ამიტომ შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს", - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×