რეზონანსი
09.08.2022

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კელი დეგნანმა ძალიან მკაფიოდ ახსნა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსი.

„ელჩმა ძალიან მკაფიოდ ახსნა ამ შეხვედრის შინაარსი. ელჩს აქვს ბევრი შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გვხვდება და ამაში გასაკვირი არ არის, თუ ელჩი ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან გავლენიან ბიზნესმენს ხვდება. სპეკულაციები უნდა მორჩეს „ქართული ოცნების", ღარიბაშვილების, კობახიძეებისა და ივანიშვილების მხრიდან", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეხვედრისას ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე, სადაც აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×