რეზონანსი
09.08.2022

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ, ირაციონალურია.

"რა თქმა უნდა, აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში მასშტაბურია. ეს შეიძლება მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეფასდეს. რუსების იზოლაციის ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს", - აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა იმიტომ, რომ რუსები სხვის მიწებს იტაცებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×